თამარ ვარდიძე არის ფსიქოლოგი და ჯგუფური ქცევის თერაპევტი.
სხვადასხვა პერიოდში თანამშრომლობდა „ბავშვის განვითარების ინსტიტუტთან“, და „ბავშვთა ჯანმრთელობისა და განვითარების ცენტრთან“, სადაც მუშაობდა ბავშვების ქცევითი, სოციალური და კომუნიკაციური უნარების განვითარებაზე. ამჟამად მუშაობს კარავში.
თამარს აქვს ბაკალავრის დიპლომი ფსიქოლოგიაში,ხოლო მაგისტრატურა სოციალური ფსიქოლოგიის მიმართულებით დაასრულა. მისი პროფესიული ინტერესები მოიცავს ჯგუფურ თერაპიას, ბავშვთა სოციალურ განვითარებას და ქცევითი მხარდაჭერის თანამედროვე მიდგომებს.











