ჯუნა ცისკაძე არის ენისა და მეტყველების თერაპევტი, რომელიც მუშაობს ბავშვთა კომუნიკაციისა და მეტყველების განვითარების მიმართულებით.
ჯუნამ განათლება სოციალური ფსიქოლოგიის მიმართულებით მიიღო. ბაკალავრის ხარისხი მოიპოვა საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის უნივერსიტეტში, ხოლო მაგისტრის ხარისხი საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში.
2024 წლიდან მუშაობს კარავში ენისა და მეტყველების თერაპევტის პოზიციაზე. 2022–2024 წლებში, იყო ი. ბოკერიას სახელობის ნეიროგანვითარების ცენტრის თერაპევტი, სადაც აქტიურად იყო ჩართული ბავშვთა კომუნიკაციური უნარების განვითარებაში.
ჯუნა ცისკაძე მუდმივად ზრუნავს პროფესიულ განვითარებაზე და გავლილი აქვს არაერთი სპეციალიზებული ტრენინგი, მათ შორის ენისა და მეტყველების თეორიული და პრაქტიკული კურსი, ვერბალური ქცევის შეფასების (VB-MAPP) მეთოდოლოგია, ABLLS-R შეფასების სისტემა, ასევე აუგმენტური და ალტერნატიული კომუნიკაციის (AAC) თანამედროვე მიდგომები და დამხმარე ტექნოლოგიების დანერგვის პრაქტიკა.
მისი პროფესიული ინტერესებია ენისა და მეტყველების განვითარება, კომუნიკაციის ალტერნატიული გზების დანერგვა და ინდივიდუალურად მორგებული თერაპიული მიდგომების გამოყენება ბავშვების ყოველდღიური ცხოვრების მხარდაჭერისთვის.











