თამარ ედიბერიძე არის ბავშვთა ნევროლოგი, აქვს მრავალწლიანი გამოცდილება აკადემიური საქმიანობისა და კლინიკური პრაქტიკის მიმართუელბით.
თამარმა განათლება მიიღო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, სადაც დაასრულა როგორც პედიატრიული ფაკულტეტი, ისე რეზიდენტურა ბავშვთა ნევროლოგიის მიმართულებით.
იგი აქტიურად არის ჩართული როგორც კლინიკურ, ისე საგანმანათლებლო საქმიანობაში. არის მოწვეული ლექტორი და ასისტენტ-პროფესორი სხვადასხვა უნივერსიტეტში.
თამარს გავლილი აქვს არაერთი საერთაშორისო ტრენინგი და ვორქშოპი ეპილეფსიის, ძილის მედიცინისა და აუტიზმის მიმართულებით, მათ შორის ADOS-2-ის ოფიციალური ტრენინგები აშშ-ში.
თამარი არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომისა და მეთოდური სახელმძღვანელოს ავტორი და თანაავტორი, ხოლო მისი პროფესიული ინტერესები მოიცავს ბავშვთა ნევროლოგიას, ეპილეფსიას, ძილის დარღვევებსა და ნეიროგანვითარებას.











