კარავი აერთიანებს მრავალფეროვან სასწავლო პროგრამებს მშობლებისა და აღმზრდელებისთვის.
ჩიგონგის სენსორული თერაპია (QST: Qigong Sensory Therapy)
ტრადიციულ ჩინურ მედიცინაზე დაყრდნობით შექმნილი შეხებაზე დაფუძნებული მეთოდია, რომელიც ცვლის აუტიზმისა და სენსორული დისრეგულაციის შედეგად გამოწვეულ სირთულეებს.
ტრენინგი:
- მიზანი: QST-ის მიზანია შეხებასთან დაკავშირებული სენსორული სირთულეების შემცირებით აუტიზმის სიმპტომების შემსუბუქება და ბავშვის ქცევისა და ემოციური მდგომარების გაუმჯობესება.
- მეთოდოლოგია: მტკიცებულებაზე დაფუძნებული მკურნალობა აუტიზმის მქონე ბავშვებისათვის. მეთოდოლოგია თავის თავში მოიცავს მშობლის ინსტრუქტირებას, რომ მზრუნველმა თავად შეძლოს აღნიშნული თერაპიული მეთოდის განხორცილება.
- ხანგრძლივობა: 10 ან 20 სრული შეხვედრა თერაპევტთან (10 ან 20 საათი, კვირაში ერთხელ, 3 თვე ან 6 თვე საჭიროებიდან გამომდინარე) 24 თვის განმავლობაში მშობელმა ყოველდღიურად უნდა გააგრძელოს ბავშვთან მუშაობა.
- მონაწილეთა რაოდენობა: ინდივიდუალური
- შედეგი: QST ეხმარება ბავშვებს შეხების შეგრძნების გაუმჯობესებაში. ტკივილი მცირდება, სხვა ადგილები უკეთ აღიქვამს შეხებას. ისინი უფრო აქტიური და ყურადღებიანი ხდებიან, უკეთ ამჩნევენ გარემოს და უფრო მჭიდრო კავშირს ამყარებენ ოჯახის წევრებთან. კვლევების შედეგად დასტურდება, რომ: QST-ის, როგორც დამოუკიდებელი სერვისის, ხუთთვიანი გამოყენების შემდეგ უმჯობესდება:
38% - სენსორული გადამუშავება, 49% -შეხების მიმართ კომფორტი და ცნობიერება. 34% - თვითრეგულაცია (სოციალურ-ემოციური და ქცევითი სირთულეების, ასევე ძილისა და მონელების პრობლემების შემცირება).
18% - რეცეპტული ენობრივი უნარები, 44% -მშობლების სტრესის შემცირება.
QST-ის, როგორც დამოუკიდებელი სერვისის, ორწლიანი გამოყენების შემდეგ:
100%-ით შეხების შეგრძნების მიმართ კომფორტისა და ცნობიერების აღდგენა
44%-ით სოციალურ-ემოციური და ქცევითი სირთულეების შემცირება
მაღალფუნქციური ბავშვების 50%-ზე მეტი აღარ აკმაყოფილებდა აუტიზმის დიაგნოზის კრიტერიუმებს.
ბავშვთა განვითარების საერთაშორისო პროგრამა (ICDP)
ურთიერთობებზე დაფუძნებული ფსიქოსოციალური სასწავლო პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს ბავშვებსა და მზრუნველებს (მშობლებს, აღმზრდელებს, პედაგოგებსა და თერაპევტებს) შორის ურთიერთობის ხარისხის გაუმჯობესების გზით მათი კეთილდღეობისა და განვითარების ხელშეწყობას.
ტრენინგი:
- მიზანი: პროგრამის მთავარი მიზანი მზრუნველების მხარდაჭერა და მათი კომპეტენციისა და თავდაჯერებულობის ზრდა.
- მეთოდოლოგია: ურთიერთქმედების 8 პრინციპი, რომლებიც დაყოფილია სამ დიალოგად: ემოციური დიალოგი, შემეცნებითი დიალოგი და მარეგულირებელი დიალოგი.
- ხანგრძლივობა: 10 შეხვედრა (30 საათი, კვირაში ერთხელ), დასრულების შემდეგ 6 თვეში ერთხელ შეკრებები თემთან.
- მონაწილეთა რაოდენობა: 12 მონაწილე, რომელიც მიიღებს სერთიფიკატს.
- შედეგი: ადამიანებს შორის ურთიერთობის გაუმჯობესება, რაც დადებით გავლენას ახდენს ბავშვისა და ზოგადად ადამიანის ემოციურ, სოციალურ და შემეცნებით განვითარებაზე. ICDP მზრუნველის სერთიფიკატი.
HEART: ხელოვნება ემოციური კეთილდღეობისა და განათლებისთვის
წარმოადგენს ხეელოვნებაზე დაფუძნებულ მიდგომას და მიზნად ისახავს სერიოზული ან ქრონიკული სტრესის ქვეშ მყოფი ბავშვებისთვის დახმარების გაწვას. ამ პროგრამაში გამოყნბულია ხლოვნების სხვადასხვა დარგი ბავშვების განცდილი გრძნობეების აღქმასა და გადმოცემაში დასახმარებლად.
ტრენინგი:
- მიზანი - ფასილიტატორების მომზადება
- მეთოდოლოგია - გამოცდილებაზე დაფუძნებული მიდგომა, კეთებით სწავლა Experiential learning, learning by doing.
- ხანგრძლივობა - 6 სრული დღე (48 საათი) - 4 დღე ძირითადი სესიები + 2 დღე გამოცდილების გაზიარების სესიები პროგრამის დანერგვიდან 3 თვის შემდეგ.
- მონაწილეთა რაოდენობა - 20 მონაწილე, რომელიც მიიღებს სერტიფიკატს და დანერგვის სახელმძღვანელოს.
- შედეგი - სერტიფიცირებული ფასილიტატორი, რომელიც მზადაა პროგრამის განსახორციელებლად.