ნათია დაღელიშვილი არის ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი და კარავის კლინიკური მენეჯერი. მას ბავშვებთან და მოზარდებთან მუშაობის 14-წლიანი პროფესიული გამოცდილება აქვს. მისი საქმიანობა აერთიანებს როგორც კლინიკურ პრაქტიკას, ასევე მართვისა და ხელმძღვანელობის როლს.
ნათიამ განათლება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო, აქვს ბაკალავრის ხარისხი სოციოლოგიასა და ინკლუზიურ განათლებაში.
პროფესიული კარიერის განმავლობაში აქტიურად იყო ჩართული ქცევითი თერაპიის მიმართულებით და მუშაობდა წმინდა გიორგის სახელობის აუტიზმის ცენტრში ქცევითი თერაპევტის პოზიციაზე.
მუშაობდა თემაზე — სკოლამდელი ასაკის ბავშვის ქცევის მართვა და თვით მოვლის უნარების განვითარება.
2012 წლიდან დღემდე იგი არის ი. ბოკერიას სახელობის ნეიროგანვითარების ცენტრის მენტალური ჯანმრთელობის დეპარტამენტის მულტიდისციპლინური გუნდის წევრი და ქცევითი თერაპიის ხელმძღვანელი. პარალელურად, კარავში იკავებს კლინიკური მენეჯერის პოზიციას და მუშაობს როგორც ფსიქოლოგი და ფსიქოთერაპევტი.











