ნათია ოდიშარია არის ფსიქოლოგი და ქცევითი თერაპევტი, რომელიც ამჟამად აგრძელებს სწავლას კლინიკური ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამაზე საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში (SEU).
ნათიას გამოცდილება აქვს ქცევითი, ჯგუფური და აკადემიური თერაპიის მიმართულებით ბავშვებთან და მოზარდებთან. სხვადასხვა პერიოდში თანამშრომლობდა ცენტრებთან „ფაზლი“ და „სიგმა“. ამჟამად მუშაობს კარავში.
თავის საქმიანობაში იყენებს ქცევის გამოყენებითი ანალიზის (ABA) მეთოდს და მუშაობს ქცევის მართვის, სოციალური ადაპტაციისა და აკადემიური მხარდაჭერის მიმართულებით.











