სალომე გრიგოლია არის მეტყველების თერაპევტი, რომელსაც ბავშვებთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ფლობს განწყობის ფსიქოლოგიის მაგისტრის ხარისხს და 2018 წლიდან მუშაობს ნეიროგანვითარებისა და კომუნიკაციის სფეროში.
სალომე ამჟამად მუშაობს კარავში და თამარ გაგოშიძის ნეიროფსიქოლოგიის ცენტრში მეტყველების თერაპევტად.
სალომეს საქმიანობა მოიცავს მეტყველებისა და ენის განვითარების შეფასებას, ინდივიდუალური თერაპიული გეგმების შედგენასა და კომუნიკაციის უნარების განვითარებას, მათ შორის ალტერნატიული კომუნიკაციის მეთოდების გამოყენებით.











