მარიამ შოვანძე არის ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგი, გამოყენებითი ფსიქოლოგიის ბაკალავრი და ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგიის მაგისტრი.
გავლილი აქვს ბავშვებთან და მოზარდებთან გეშტალტთერაპიის სასწავლო პროგრამა ვაიოლეტ ოკლანდერის სახელობის გეშტალტ თამაშით თერაპიის ინსტიტუტში. მუშაობს ფსიქოლოგისა და ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგის მიმართულებით. დამატებით გავლილი აქვს გეშტალტ-არტ თერაპიის, სომატური არტთერაპიისა და შედეგებზე დაფუძნებული მართვის (RBM) ტრენინგები.











