ქეთევან ჩიტაიშვილი არის ფსიქოლოგი და ქცევითი თერაპევტი, რომელმაც ფსიქოლოგიის ბაკალავრის ხარისხი საქართველოს უნივერსიტეტში მიიღო.
ქეთევანის პროფესიული გამოცდილება მოიცავს მუშაობას როგორც ფსიქოლოგ-დამრიგებლად, ისე ქცევით თერაპევტად. ამჟამად მუშაობს კარავში ბავშვებთან ქცევის მართვისა და განვითარების მხარდაჭერის მიმართულებით.
გავლილი აქვს ქცევის გამოყენებითი ანალიზის (ABA), ენისა და მეტყველების თერაპიისა და სპეციალური პედაგოგიკის პროფესიული კურსები.











