სალომე მინდორაშვილი არის კლინიკური ფსიქოლოგიის მაგისტრი და ქცევის ანალიტიკოსი. სალომეს ბავშვებთან და მოზარდებთან მუშაობის 13-წლიანი პროფესიული გამოცდილება აქვს. იგი აშშ-ს ქცევის ანალიტიკოსთა სასერტიფიკატო საბჭოს მიერ რეგისტრირებული ქცევითი ტექნიკოსი (RBT) და ქცევის გამოყენებითი ანალიზის (ABA) სასერტიფიკატო პროგრამის კურსდამთავრებულია (BCBA 5th Edition).
ამჟამად მუშაობს კარავში ქეის-მენეჯერის პოზიციაზე. მისი საქმიანობა აერთიანებს თერაპიულ, სუპერვიზორულ და საგანმანათლებლო მიმართულებებს.
კლინიკური პრაქტიკის ფარგლებში ატარებს ინდივიდუალურ თერაპიას აუტიზმისა და განვითარების შეფერხების მქონე ბავშვებთან ABA მეთოდით, ახორციელებს კოგნიტური, სოციო-ემოციური და ქცევითი სირთულეების შეფასებას, ინდივიდუალური თერაპიული მიზნების განსაზღვრას და პროგრესის სისტემურ მონიტორინგს. მნიშვნელოვან როლს ასრულებს მშობელთა კონსულტირებასა და მხარდაჭერაში.
2019 წლიდან იგი არის ტრენერი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, სადაც ატარებს ტრენინგებს ქცევის ანალიზის თეორიისა და პრაქტიკის მიმართულებით. მისი საქმიანობა მოიცავს ასევე სპეციალიზებულ შეფასების ინსტრუმენტებთან მუშაობას, როგორიცაა ABLLS-R, და ჩართულია სკოლამდელ დაწესებულებებში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვების მხარდაჭერაში.
სალომეს ჩართული იყო არაერთ კვლევასა და პროექტში, მათ შორის აუტიზმის მქონე ბავშვებში სასწავლო ბარიერების, სენსორული ინტეგრაციისა და ქცევითი თავისებურებების კვლევებში, ასევე საერთაშორისო პროექტებში, რომლებიც მიზნად ისახავს სუპერვიზიისა და პროფესიული პრაქტიკის გაუმჯობესებას.
მისი პროფესიული ინტერესებია ქცევის ანალიზი, აუტიზმის სპექტრის აშლილობები, ბავშვთა განვითარება და მტკიცებულებებზე დაფუძნებული თერაპიული მიდგომების დანერგვა.











