მაკა ჩაჩხიანი მუსიკის პედაგოგი და მუსიკის თერაპევტია, მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილებით.
მუშაობს ზოგადსაგანმანათლებლო, სკოლამდელ და ნეიროგანვითარების დაწესებულებებში. მისი პრაქტიკა ეფუძნება Orff-Schulwerk-ის პედაგოგიკურ კონცეფციას, რომელიც მუსიკას, მოძრაობასა და შემოქმედებით თვითგამოხატვას აერთიანებს. მაკა საქართველოს ორფის ასოციაციის თანადამფუძნებელია.
მონაწილეობს საერთაშორისო და ადგილობრივ კონფერენციებსა და ტრენინგებში და აქტიურად მუშაობს მუსიკის პედაგოგების პროფესიულ განვითარებაზე.











