გვანცა ქავთარაძე ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულია. მუშაობს ქცევითი თერაპიის მიმართულებით და 2025 წლიდან არის კარავის ქცევითი თერაპევტი.
აქვს სკოლამდელი აღზრდის პედაგოგად მუშაობის გამოცდილება სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში. გავლილი აქვს ქცევის გამოყენებითი ანალიზის (ABA) კურსი და ქცევითი თერაპიის პრაქტიკული საათები ბავშვთა და მოზარდთა ცენტრში „ფაზლი“.











