ანა წურწუმია არის ფსიქოლოგი და კვების თერაპიის სპეციალისტი, რომელსაც მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილება აქვს ბავშვთა განვითარების, ქცევითი თერაპიისა და კვების თერაპიის სფეროებში. მისი პროფესიული გზა აერთიანებს როგორც კლინიკურ მუშაობას, ისე ქეის-მენეჯმენტსა და ტრენერულ საქმიანობას.
ანამ ფსიქოლოგიის ბაკალავრის ხარისხი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში კი ფსიქოლოგიის მაგისტრის ხარისხი. 2015 წლიდან არის რეგისტრირებული ქცევითი ტექნიკოსი (RBT) და ასევე ქცევის ანალიტიკოსის მოსამზადებელი პროგრამის კურსდამთავრებული, IBAO-ს კანდიდატი.
პროფესიული გამოცდილების ფარგლებში მუშაობდა ბავშვთა განვითარების ინსტიტუტში ქცევითი თერაპევტის, ლიდერ თერაპევტისა და ქეის-მენეჯერის პოზიციებზე, სადაც წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა ინდივიდუალური თერაპიული პროცესების დაგეგმვასა და განხორციელებას. ამჟამად არის ევექსის ნეიროგანვითარების ცენტრის „კარავის“ ქეის-მენეჯერი და კვების თერაპიის სპეციალისტი.
ანა აქტიურადაა ჩართული ტრენერულ საქმიანობაში — 2017 წლიდან დღემდე ატარებს ტრენინგებს ბავშვის განვითარების ინსტიტუტში. დამატებით მუშაობდა კვების თერაპიის მიმართულებით როგორც ადგილობრივ, ისე ონლაინ პლატფორმებზე, მათ შორის „მაი ნენიში“ კვების ექსპერტის პოზიციაზე.
მისი კვლევითი გამოცდილება მოიცავს შემდეგ თემებს: ემოციური სფეროსა და თვითშეფასების კვლევა მზრუნველობა მოკლებულ ბავშვებში, ასევე აუტიზმის მქონე მოზარდებში სასწავლო ბარიერების კვლევა. მონაწილეობა აქვს მიღებული პროექტში „არაფერი ჩვენზე, ჩვენს გარეშე“, რომელიც მიზნად ისახავდა ფსიქოლოგების პროფესიულ განვითარებას ორგანიზაცია „მშობელთა ხიდში“.
მისი პროფესიული ინტერესებია ქცევის ანალიზი, ბავშვის განვითარების მხარდაჭერა, ქეის-მენეჯმენტი და კვებითი ქცევითი სირთულეების მართვა.











