Inside Out - ჯგუფური თერაპიის კურსი მოზარდებისთვის
მოზარდობის ასაკი — ძიებისა და აღმოჩენების, ემოციური ქარიშხლების და კონფლიქტების პერიოდია. კონფლიქტები ძმებსა და და-ძმებს შორის, რთული ურთიერთობები მშობლებთან და ძლიერი დამოკიდებულება თანატოლების აზრზე ამ პერიოდს კიდევ უფრო რთულს ხდის.
Inside Out ეხმარება მოზარდებს:
- უკეთ გაიგონ და გამოხატონ საკუთარი ემოციები;
- თავდაჯერებულად განახორციელონ კომუნიკაცია ოჯახის წევრებთან და თანატოლებთან;
- კონსტრუქციულად გადაჭრან კონფლიქტები სახლში, სკოლასა და მეგობრებრების წრეში;
- გაუმკლავდნენ ჯგუფის ზეწოლას და სხვისი მოსაზრების გავლენას;
- გაზარდონ თვითშეფასება და დაიჯერონ საკუთარი შესაძლებლობების;
- დასახონ მიზნები და ნაბიჯ-ნაბიჯ მიაღწიონ წარმატებას.
კურსის ფორმატი აერთიანებს ინტერაქტიულ ვარჯიშებს, როლურ თამაშებს, არტ-თერაპიას და სახალისო საშინაო დავალებებს, რათა მოზარდებმა პრაქტიკაში გამოიყენონ შეძენილი უნარები.
კურსის ფორმატი
- 12 კვირა, კვირაში ერთხელ, 1,5–2 საათი
- მოზარდების მცირე ჯგუფი, უსაფრთხო ურთიერთობისთვის
- კურს გაუძღვებიან გამოცდილი სპეციალისტები
- საშინაო დავალებები უნარების გასამყარებლად
შედეგი
- კურსის დასრულების შემდეგ, თქვენი მოზარდი:
- გახდება უფრო თავდაჯერებული;
- ისწავლის ემოციებისა და კონფლიქტების მართვას;
- გააუმჯობესებს ურთიერთობას ოჯახში და თანატოლებთან;
- ნაკლებად იქნება დამოკიდებული სხვისი მოსაზრების გავლენაზე და იგრძნობს თავს შინაგანად მყარად;
- მიიღებს პრაქტიკულ უნარებს, რომლებიც მთელი ცხოვრების განმავლობაში გამოადგება.
კარავი და ქალთა და შშმ პირთა მხარდამჭერი ცენტრი ილაპარაკე წარმოგიდგენთ საპილოტე ვერსიას მწვანე
MAC Georgia კარავთან ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, ეკონომიკური და სოციალური პრობლემების მქონე 5
„მაკ ჯორჯიასა და ევექსის ნეიროგანვითარების ცენტრ, კარავს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.